თბილისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის დაბადების დღეზე, მისი სახელობის ბიბლიოთეკა ჩოხატაურში, "გურია ნიუსის" ოფისში გაიხსნა.
ბიბლიოთეკას, სადაც ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ღია საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საჩუქრად წიგნები გადასცა.
ასეულობით დასახელების მხატვრული, შემეცნებითი, საბავშვო ლიტერატურა და აუდიო/ვიზუალური მასალა განათლების სამინისტროს თანამშრომლებისა და ქართული გამომცემლობების ძალისხმევით შეგროვდა.
ნუსხაში შესულია წიგნები, როგორც საგამომცემლო, ისე პირადი ბიბლიოთეკიდან.