სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში განთავსებული პატიმარი გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან "გურია ნიუსს" აცნობეს, მსჯავრდებული რ.მ. უკვე რამდენიმე დღეა N15 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის სასჯელს.
სამინისტროს მტკიცებით, უკანასკნელი კვირის განმავლობაში მსჯავრდებულს ექიმის კონსულტაცია და დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდა, რომელთა მიხედვითაც პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ამჟამად რ.მ. პირველადი ჯანდაცვის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და 25 ივლისს სამედიცინო-პრევენციული გამოკვლევების ფარგლებში მას კონსულტაციას ყველა პროფილის ექიმი გაუწევს", _ განმარტავენს სამინისტროში.
ამავე თემაზე:
მე-7 დაწესებულებაში პატიმარი გაუსაძლის მდგომარეობაშია – ადამიანის უფლებათა ცენტრი