"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება თავდაპირველად შსს პრესსამსახურში ვცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ გაარკვევდნენ და დაგვიკავშირდებოდნენ.
მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, დავკავშირებოდით შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გიორგი მდინარაძეს და მასთან პირადად გადაგვემოწმებინა აღნიშნული ინფორმაცია, ვერ მოვახერხეთ. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
"გურია ნიუსთან" შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ ლაშა ბაკურაძემ უარყო უფროსის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს – მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებები თანამდებობებიდან წასვლის შესახებ დაწერილი აქვთ პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებსაც, ისინი დროებით კადრების განყოფილებაში არიან გადაყვანილები, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მდინარაძემ პატაკი დღეს დაწერა და ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
რამდენიმე საათის შემდეგ კვლავ დაუკავშირდით შსს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის განთავისუფლებას არ ადასტურებენ.
"არ ვადასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციას" _ გვითხრა პრესსამსახურმა.