შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უკვე ყოფილი უფროსი გიორგი მდინარაძე სოციალურ ქსელში თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
"მეგობრებო, ნუ წუხხართ იმაზე რომ გარკვეულ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე აღარ ვარ, ჩემი შრომით კოლეგების თანადგომით და ხელმძღვანელობის დაფასებით და ნდობით ვიყავი და ვასრულებდი ჩემს სამუშაოს ოჯახიდან მოშორებული, ისევ ვიშრომებთ, ისევ გავაკეთებთ გასაკეთებელს ქვეყნის სასიკეთოდ და ყველაფერი კარგად იქნება, გმადლობთ თანადგომისთვის ყველას...", _ წერს მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უკვე ყოფილი უფროსი გიორგი მდინარაძე თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს.