ერაყის დედაქალაქში დანაღმული სამი ავტომობილი აფეთქდა.
EURONEWS-ის ინფორმაციით, ინციდენტს, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა 32 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 50-მდე დაშავებულია.
როგორც ადგილობრივი პოლიცია და სამედიცინო წყაროები იუწყებიან, დაღუპულებს შორის ექვსი ჯარისკაცი და ერთი პოლიციელია.
როგორც ცნობილია, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია. თუმცა ქვეყნის შიიტ მუსლიმთა დასახლებებში და სამთავრობო ძალებთან ამბოხებული სუნიტი მუსლიმები ტერაქტებს ხშირად აწყობენ.