ბობი ქრისტინა ბრაუნი, მომღერალ უიტნი ჰიუსტონისა და ბობი ბრაუნის ერთადერთი ქალიშვილი 22 წლის ასაკში დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.
NBC NEWS-ის ცნობით, გოგონა 31 იანვარს საკუთარ სახლის საბაზანოში, როზველში, ჯორჯიაში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც მკურნალობდა.
გოგონას მშობლების თქმით, მან ტვინის შეუქცევადი დაზიანება მიიღო.
„საბოლოოოდ სიმშვიდე უფლის მკლავებში მოიპოვა. კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენს გვერდში იდგა.“_ აცხადებენ ბობი ქრისტინასოჯახის წევრები NBCNEWS-სთან საუბარში.
ბობი ქრისტინა მუსიკალური სამეფო ოჯახის წევრი იყო, როგორც ორი სუპერსვარსკვლავის შვილი და ცისი ჰიუსტონის შვილიშვილი.
გოგონა ცნობილი 10 წლის ასაკში გახდა, როდესაც მამასისის რეაილით სატელევიზიო სერიებში გადაიღეს „როგორც ბობი ბრაუნი.“
პოლიციის თქმით, ისინი გამოძიებას მას შემდეგ აწარმოებენ, რაც გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში აღმოჩნდა. გამოძიების მიხედვით, მომხდარი უბედური შემთხვევის სიმულაცია არ არის და სისხლის სამართლის საქმეს არ მიეკუთვნება.
გამოცემის ინფორმაციით, გასულ თვეს ბრაუნის კონსერვატორმა, ბობი ქრისტინას ქმარს, ნიკ გორდონს უჩივლა. ბიჭს ბრალი დასდეს , რომ ბრაუნს ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა და ვიდრე ის კომაში იმყოფებოდა, გოგონას საბანკო ანგარიშიდან 11 მილიონი დოლარი მოიპარა.
როგორც ცნობილია, ნიკ გორდონი ობოლი ბიჭია, რომელიც ვიტნი ჰიუსტონმა სახლში 12 წლის ასაკში მიიყვანა და საკუთარ ქალიშვილთან ერთად გაზარდა. მას შემდეგ რაც ვიტნი ქმარს დაშორდა, გორდონმა მკლავზე ვიტნი ჰიუსტონის სახე დაიხატა და მომღერალს დედიკო დაუძახა, თუმცა ჰიუსტონი ნაშვილებ ბავშვს შვილად არ აღიარებდა და თავის ნებაზე ჰყავდა მიშვებული.