"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეო საპატრულო პოლიციის უფროსი დავით ჭანტურია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ჭანტურია აღნიშნულ თანამდებობაზე 2014 წლის აპრილში დაინიშნა, ის შსს გურიია სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი მდინარაძის კადრად ითვლებოდა.
ჭანტურია რამდენიმე წლის წინ იმერეთის სამატრულო პოლიციის უფროსად მუშაობდა, ამავე პერიოდში გიორგი მდანარაძე შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსი იყო.
გაათავისუფლეს თუ არა შსს გურიის საპატრულო პოლიციის უფროსი, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" შეეცადა დავით ჭანტურიას დაკავშირებოდა, რომელმაც ჩვენი არაერთგზის მცდელობისა," კითხვაზე პასუხი მაინც არ გაგვცა.
“ტელეფონს იმიტომ გითიშავთ, რომ უღელტეხილზე ვარ და არ იჭერს" _ გვითხრა რამდენიმეჯერ დავით ჭანტურიამ.
შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ როგორც კი გაარკვევენ შესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს, მასინვე დაგვიკავშირდებიან.