შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ჭანტურია სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, – ამის შესახებ "გურია ნიუსს" შსს პრესსამსახურიდან აცნობეს.
ჭანტურია აღნიშნულ თანამდებობაზე 2014 წლის აპრილში დაინიშნა, ის შსს გურიია სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი მდინარაძის კადრად ითვლებოდა.
ჭანტურია რამდენიმე წლის წინ იმერეთის საპატრულო პოლიციის უფროსად მუშაობდა. ამავე პერიოდში გიორგი მდანარაძე შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსი იყო.