ეროვნული საგამოცდო ცენტრის მიერ უნარების ტესტის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წინასწარი ინფორმაციით, ლანჩხუთელ აბიტურიენტებს შორის მაქსიმალური ქულა 68 – ით განისაზღვრა, რომელიც წყალწმინდის საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა მარიამ ურუშაძემ და ანა ფირცხალაიშვილმა მიიღეს, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარი მახარაძემ და თორნიკე ღლონტმა 67-67 ქულა მოიპოვეს, თამარ ხოფერიამ, რომელიც სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდა- 66 ქულა.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩიტაძის ინფორმაციით, მარიამ ურუშაძე, ანა ფირცხალაიშვილი და თამარ ხოფერია ოქროს მედალოსნები არიან.