როგორც ცნობილია, ლანჩხუთელი პედაგოგი ლადო აფხაზავა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 8 ადამიანთან ერთად 5000-5000 ლარით დააჯარიმა.
„გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლადო აფხაზავამ თქვა, რომ მისმა კოლეგებმა უსწრაფეს დროში აქცია გამართეს და იმაზე მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე მას სჭირდებოდა.
ლადო აფხაზავას თქმით, ის თანხა, რომელიც მის დასახმარებლად მასწავლებლებმა და სხვა პროფესიით ადამიანებმა ჩარიცხეს გადანაწილდება სხვა დაჯარიმებულებზე.
დღეს კი „ინფო იმერეთი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მას შემდეგ, რაც ლადო აფხაზავას ველოსიპედი მოჰპარეს, ემიგრანტებმა ავტომობილი აჩუქეს „დღესვე პედაგოგს ქუთაისში საჩუქრად ახალი ველოსიპედი გადასცეს“. – აღნიშნულია „ინფო იმერეთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიდევ ერთი საჩუქრის შესახებ სოციალური ქსელის მომხარებელი ირინა ზარანდია ავრცელებს ფეისბუქზე.
„ხალხნოო, ამ წუთას ლადო აფხაზავას ავტომობილი აჩუქეს, ამერიკელმა ემიგრანტებმა. შოკში ვართ ყველა ერთად…“