რუსთავი-2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი და გენერალური დირექტორის მოადგილე, ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩევლად ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი2–ის ვებგვერდზე ვრცელდება.
ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის საკითხების მიმართულებით იმუშავებს. ნინო შუბლაძემ რუსთავი-2 საკუთარი სურვილით დატოვა.
ბოლო პერიოდში საკადრო ცვლილება მოხდა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც. უფროსის თანამდებობა დატოვა ჟურნალისტმა მაგდა პოპიაშვილმა. მიზეზი აქაც უცნობია. როგორც შევიტყეთ, ამ თანამდებობაზე ნონა ყანდიაშვილი ინიშნება.