ინდოეთში შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
CNN-ის ინფორმაციით, 3 სართულიანი საცხოვრებელი სახლი სამშბათს ღამე ძლიერი წვიმის დროს ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11-მდე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის გამო არიან დაკარგულებიც.
როგორც ცნობილია, შენობა 1972 წელს იყო აშენებული და მოსახლეობა ჩამონგრევის საშიშროების არსებობის გამო, გაფრთხილებული იყო საცხოვრებელი ბინები დაეცალათ.