ევროპის კომისიამ "ცრუ და უსაფუძვლო" უწოდა საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის ვარუფაკისის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთის საგადასახადო სისტემას ექსკლუზიურად აკონტროლებენ.
THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ასევე გააკრიტიკეს პარალელური საბანკო სისტემის შექმნის იდეა.
"ბატონი ვარუფაკისის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთის საგადასახადო სისტემას აკონტროლებენ , არის ცრუ და უსაფუძვლო". _განაცხადა ევროპის კომისიიის წარმომადგენელმა მინა ანდრეევამ.
"მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საბერძნეთს საგადასახადო სისტემაში ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა, ეს უბრალოდ არ შეესაბამება სინამდვილეს."_დასძინა მან.
გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივ მედიაში გავრცელდა პრემიერ-მინისტრის თანაშემწეების განცხადებები, რომ ისინი ვარუფაკისით "გადაიღალნენ."