გოგონების წყვილთა თანრიგის მეორე წრეში ქართველმა ანა მაქაცარიამ და ანა შანიძემ ბენედეტა ივალდის და ლისა პიჩინეტის იტალიური წყვილი 2 სეტში ანგარიშით 6:3 7:5 დაამარცხეს.
პირველ სეტში მესამე ნომრად განთესილმა ქართულმა დუეტმა იტალიელებს იოლად სძლია. მეორე სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გადამწყვეტი მეთორმეტე გეიმი აღმოჩნდა, სადაც მაქაცარიასა და შანიძის გაკეთებული ბრეიქი მათი გამარჯვების წინაპირობა გახდა.
"საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები გვყავდა, თუმცა საბოლოო ჯამში მოგება არ გაგვჭირვებია. ვფიქრობთ, რომ მედლის მოპოვების რეალური შანსი გვაქვს ერთეულთა თანრიგის ტურნირში სამწუხაროდ ორივე დავმარცხდით, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავდა. ახლა მთელ ძალისხმევას წყვილების შეხვედრებს მოვახმართ," _ განაცხადა ანა მაქაცარიამ
¼ ფინალში ქართველი გოგონები სლოვენიელ კაია იუვანის და ნიკა რადიშიჩის წყვილს შეხვდებიან.