პარასკევს, 31 ივლისს, ღამე ლურჯი მთვარე ამოვა. აღნიშნულ ინფრომაციას ამერიკული მაუწყებელი, CNN ავრცელებს.
ნასა-ს თქმით, პირველად ასეთი შემთხვევა 2012 წლის აგვისტოში, ამერიკაში მოხდა. სავსე მთვარე ყოველთვე ამოდის, მაგრამ მთვარის ბრუნვის და კალენდარული წლის არასრულყოფის გამო 3 წელში ერთხელ მსგავსი მოვლენა ხდება.
როგორც ცნობილია,მთვარე ლურჯ ფერს არ იღებს და მისი სილურჯე ატმოსფერული მტვრისგანაა გამოწვეული.
მეცნიერები ვარაუდობენ,რომ დედამიწის თანამგზავრს, 31 ივლისს, მსოფლიოს ყველა დასახლებაში ვერ დაინახავენ.
ნასა-ს სამეცნიერო ცენტრის ინფორმაციით, ლურჯი მთვარე შესაძლოა 2018 წლის იანვარში ისევ გამოჩნდეს.