რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს საქართველო ექვს ევროპულ ქვეყანასთან ერთად შეუერთდა.
მათ შორისაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები – მონტენეგრო, ალბანეთი, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები – ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი, აგრეთვე უკრაინა.
„ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ამ გადაწყვეტილებას, ევროკავშირი ცნობად იღებს ამ ვალდებულებას და მიესალმება“, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში
ევროკავშირმა ასევე აშშ-მ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სანქციები უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციისა და დონბასში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო 2014 წელს დაუწესა.
2015 წლის ივნისის ბოლოს ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2016 წლის 31 იანვრამდე გააგრძელა, ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ კი – 2016 წლის23 ივნისამდე.
ევროკავშირის სანქციებს რუსეთმა 2014 წლის ზაფხულში უპასუხა – ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომელიც სანქციებს შეუერთდა, რუსეთის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვების შეტანა აუკრძალა. 2015 წლის ივნისის ბოლოს რუსეთმა პროდუქტებზე ემბარგო 2016 წლის 5 აგვისტომდე გააგრძელა.