საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
BDLIVE-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც 149 დეპუტატიდან 30-მდე პარლამენტარმა კენჭისყრაზე მას მხარი არ დაუჭირა.
"მინდა ვიყო ბოლო პიროვნება, ვისაც არჩევნების ჩატარება უნდა. თუ მექნებოდა საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა, ოთხწლიანი ვადის ამოწურვამდე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საჭირო არ გახდებოდა. მაგრამ რადგან არ მაქვს, იძულებული ვართ არჩევნები ჩავატაროთ,"_ განაცხადა რადიო „სტო კოკინოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ალექსის ციპრასმა.
რამდენიმე ბერძენი მინისტრის ვარაუდით, არჩევნები, შესაძლოა, შემოდგომაზე გაიმართოს, მას შემდეგ, რაც მრავალმილიონიან მესამე სესხზე მოლაპარაკებები დასრულდება.