გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია +35, +37 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი- +27, +29 გრადუსამდე.
10-12 აგვისტოს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია +36, +38 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი – +32, +34 -მდე.