თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა 5 და 6 აგვისტოს იმუშავებს 13:00-დან 24:00 საათამდე. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 7 აგვისტოდან, საბაგირო გზა მუშაობას გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში (11:00 – 24:00 საათი).
სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!