29 წლის შოთა კვაჭანტირაძე იყო მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი _ დღეიდან კი ოზურგეთის მთავარი პროკურორია.
მასი დანიშვნის ბრძანება გუშინ დაიწერა, თუმცა, ოფიციალურად ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში რამდენიმე საათში წარადგენენ.
კვაჭანტირაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
უნივერსისტეტის დასრულებიდან დღემდე, პროკურატურის სიტემაში მუშაობს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.