ინდოეთში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა.
WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 24 მგზავრი დაიღუპა, ხოლო 300-მდე დაშავდა.
"შემთხვევა ნიუ დელთან 950 კილომეტრში მოხდა. მატარებლებს მდინარე მაჩაქზე ხიდი უნდა გაევლოთ, მაგრამ ძლიერმა წვიმისგან ადიდებულმა წყალმა ლიანდაგები დაფარა, რამაც მატარებლების შეჯახება გამოიწვია."_განაცხადა რკინიგზის ოფიცერმა.
ინდოეთში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარკინიგზო ქსელია და ყოველდღე 23 მილიონამდე ადამიანი მგზავრობს.
ინდოეთში უამინდობა კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.