ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დახმარება შეუჩერდათ, დახმარების თანხის გაცემა 20 აგვისტოდან აღუდგებათ. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 20 აგვისტოდან დაიწყება იმ თანხების გაცემა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად აღუდგებათ მარტოხელა პენსიონერებს.
"20 აგვისტოდან, ის მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუჩერდათ სოციალური დახმარება, შეეძლებენ მიიღონ დახმარება ჩვეულებრივი წესით. ჩვენი ოპონენტები ხშირად მანიპულირებენ ადამიანების ბედით და ამას პოლიტიკური ქულების დაგროვებისთვის იყენებენ"- განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფოს დახმარებისთვის ამ ეტაპზე 1 600 000 ადამიანმა მიმართა. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სახელმწიფო ვერ შეძლებს ყველა მათგანს სოციალურად დაეხმაროს. ამისთვის გამოყენებული იქნება კომპენსაციის სხვა საშუალებები.