ლისის ტბაზე 52 წლის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო-სამუშაოები ტბაზე გუშინ საღამოს შემდეგ მიმდინარეობს. სამუშაოები გამთენიისას შეწყდა, თუმცა დღეს დილიდან ისევ განახლდა.
დაკარგულის მეგობრის ინფორმაციით, 52 წლის მამაკაცმა ცურვა არ იცოდა და ის ნაპირთან ახლოს იმყოფებოდა.
დაკარგულის სამძებრო სამუშაოები დღეს ტბის სიღრმეში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved