https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს შენ გეხება!” _ “ძალიან მალე, ეს სახალხო მოძრაობის სახეს მიიღებს”

9:02; 17.02.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც: ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს – საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას.” – ნათქვამია “ეს შენ გეხებას!” პეტიციის ტექსტში, რომელსაც უკვე ხუთასამდე ორგანიზაცია და მოქალაქე შეუერთდა.

“დღევანდელმა დღემ დამარწმუნა იმაში, რომ სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანება და კონსოლიდირება ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო შესაძლებელი ყოფილა. აქ არ იყვნენ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები. საკმაოდ ბევრი ადამიანი შევიკრიბეთ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც და ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ეხება, აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი და ამ პეტიციასთან ერთად შევიტანთ პარლამენტში. ერთის მხრივ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ აუცილებლად შეიცვალოს ის საკანონმდებლო ბაზა, რაც დღეისთვის არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ კი ვიმუშავებთ მოქალაქეებთან, რათა გავაგებინოთ რა ეხებათ მათ, როგორ შეიძლება შეიზღუდონ და რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. ვფიქრობ, ამ ორი კომპონენტის გაერთიანება შედეგს გამოიღებს და ხელისუფლებას მოუწევს დათმობებზე წასვლა. ხვალ შევიკრიბებით პარლამენტის წინ, შემდეგ ჩავალთ რეგიონებში და ძალიან მალე, ეს სახალხო მოძრაობის სახეს მიიღებს,” _ განუცხადა “გურის ნიუსს” “საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარემ, კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელმა მაგდა პოპიაშვილმა.

შეკრება საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა სიმრავლით გამოირჩეოდა.

ლაშა ტუღუში (გაზეთი “რეზონანსი”): _ ეს დრაკონული კანონი პრობლემურია თითოეული მოქალაქისთვის და მათ შორის მედიისთვის. არაფერს ვამბობ არჩევნების მნიშვნელობაზე. ამ პროცესში შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გახდეს მსხვერპლი. ამიტომ მოვიდა დღეს ამდენი ადამიანი და ამიტომაცაა ასეთი დიდი ერთსულოვნება. ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ კანონს!

ირინა ფუტკარაძე (არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დამცველი”): _ ეს კანონი გვეხება ყველას, მათ შორის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს. ამიტომაც დაიწყო ასეთი სერიოზული საპროტესტო კომპანია. Aარა მხოლოდ დღეს, ხვალაც და მომდევნო კვირაშიც საკმაოდ სერიოზული საპროტესტო აქციები იგეგმება. ვფიქრობ, ეს აქტიურობა და თითოეული ჩვენგანის ჩართულობა ყურად უნდა იღოს ხელისუფლებამ და გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. კანონი საკმაოდ მძიმე და მტკივნეულია, რომლის ინტერპრეტაციაც მრავალმხრივ შეიძლება. აქედან გამომდინარე, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას თითოეული ჩვენგანი.

ნატო გუბელაძე (გაზეთი “პოსტსკრიპტუმი”): _ ეს კანონი პირდაპირ გვეხება ჩვენ, მედიის წარმომადგენლებს და ხელყოფს სიტყვის თავისუფლებას. რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებაც კი შესაძლოა სადავოდ გახადოს კონტროლის პალატამ. საინტერესოა, როგორ შეიძლება იარსებოს მედიამ ისე, რომ არ მიეყიდოს ხელისუფლებას? მისი კანონიერი შემოსავალი სწორედ რეკლამა უნდა იყოს. მაგრამ, ამ კანონის მიხედვით, პირდაპირ ან არაპირდაპირ რომელიმე პარტიასთან თუ დაგაკავშირეს, უკანონობად ჩაგითვლიან. არა მხოლოდ მედიას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეხება კანონის ის ბუნდოვანი ნორმები, რის გამოც, აქ შევიკრიბეთ. სამოქალაქო საზოგადოება უფრო აქტიური რომ იყოს, ხელისუფლება ასეთი ცვლილებების შეტანას ვერც უნდა ბედავდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს ერთიანობა შედეგამდე მიგვიყვანს.

გია იაკობაშვილი (პრესაგე. ტვ): _ აუცილებელია ვიყოთ თანმიმდევრულები და ეს ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ. თუმცა ვფიქრობ, რომ დიპკორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის გარეშე, ამის მოგვარება გაჭირდება. ისინი, როგორც ყოველთვის, ჩვენს რეაქციას ელოდებიან, ამიტომ, ჩვენ ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ღმერთმა არ ქნას და, თუ ეს ყველაფერი ისე დარჩა, როგორც დღესდღეობითაა, ალბათ, ყველამ ემიგრაციაზე უნდა ვიფიქროთ, რათა შევინარჩუნოთ სიცოცხლე და თავისუფლება. სანამ ეს კანონი მოქმედებს, საქართველოს თითოეული მოქალაქე პოტენციური პატიმარია!

ნანა ლეჟავა (სტუდიაGHN): _ ყველაფერი, რაც ამ კანონს უკავშირდება, ყველა ის ბუნდოვანი ნორმა, რის გამოც დღეს შევიკრიბეთ, ხელისუფლებამ მიიღო სამოქალაქო სექტორის ჩიხში შესაყვანად.

მედიასთან მიმართებაში რომ ავიღოთ, რესპონდენტი რომ ჩაწერო, იმის გამოც კი შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ პოლიტიკურ პარტიასთან დაგაკავშირონ. Eეს არის ვიღაცეების ხასიათზე და განწყობაზე დამოკიდებული. გააჩნია ეს “ვიღაცა” კონტროლის პალატაში დილით რა ხასიათზე გაიღვიძებს.

დღესდღეობით, ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, რამდენად მოვახერხებთ სამოქალაქო საზოგადოება ამ კანონის შეცვლას. ჩვენ გვახსოვს რიგი შემთხვევები, როცა მიუხედავად დიდი აქტიურობისა, ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ წამოვიდა. მაგრამ აუცილებელია გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, დაიგეგმოს ისეთი რამ, რაც ამ კანონს შეცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა მივა კატასტროფამდე.

ირაკლი მანაგაძე (სააგენტო “ექსპერსნიუსი”): _ საფრთხე რეალურია არა მხოლოდ მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის, არამედ თითოეული ამომრჩევლისთვის. ეს თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გაათვითცნობიეროს. რეალურად, საქმე გვაქვს იმასთან, რომ ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა სისხლის სამართლის დანაშაულადაც კი შეიძლება ჩაგვითვალონ.

ყველა ძალიან მაღელვებს, მაგრამ როგორც მედიის წარმომადგენელი, განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ იმ მდგომარეობით, რომელშიც შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ. თავისუფალი მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას, რაზედაც უნდა იდგეს ქვეყნის დემოკრატია, ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება!

ამის თავიდან ასაცილებლად ჩვენ აუცილებლად უნდა დავდგეთ ერთად და ყველაფერი გავაკეთოთ ამ კანონის შესაცვლელად.

მამუკა ღლონტი (ტელეკომპანია “მაესტრო”): _ ამ კანონის შეცვლა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება, ნამდვილად შეიძლება. სიტუაციის შეცვლა, ზოგადად, ყოველთვის შეიცვლება, თუკი ეს აქტიურობა იქნება სისტემატიური და ორგანიზებული.

ეს არის ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური კანონი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი ინტერპრეტაცია მრავალნაირად შეიძლება და რიგ შემთხვევებში სხვადასხვანაირად იქნება გამოყენებული. აუცილებლად იქნება ზეწოლა არა მხოლოდ მედიაზე, არამედ საზოგადოებაზე, რასაც ჩვენ აუცილებლად ხელი უნდა შევუშალოთ.

ირაკლი ტაბლიაშვილი (დამოუკიდებელი ჟურნალისტი): _ მე ამ პეტიციას ხელი მოვაწერე ინდივიდუალურად, როგორც ჟურნალისტმა. დამოუკიდებლად იმისა, შეიცვლება თუ არა რამე, სამოქალაქო საზოგადოებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს იმის რწმენა და იმედი, რომ აქტივობის შედეგად არსებით ზეგავლენას მოახდენს პროცესებზე.

ჩემი მხრიდან ხელმოწერის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ არსებული კანონმდებლობა პოლიტიკურ მოთამაშეებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ამ შემთხვევაში, მმართველ პარტიას გაცილებით დიდი შესაძლებლობები ეძლევა, ვიდრე მის კონკურენტებს, დამოუკიდებლად იმისა, რა მსოფლმხედველობის მატარებლები არიან.

ქვეყანაში, რომელზედაც საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ შერჩევითი სამართალია, შესაძლოა ასევე შერჩევით მოხდეს რეპრესიების გახორციელება იმ არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ძირითად დინებაში არ ზიან. M ჩემი ერთი ხმით შევეცადე დამეფიქსირებინა პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ. რამდენად ადეკვატური იქნება ხელისუფლება, ვერ გეტყვით, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების რა შემადგენლობასაც აქ ვხედავ, მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ცვლილება მოხდება. მითუმეტეს, როცა ეს ყველაფერი ჰილარი კლინტონის ჩამოსვლის წინ ხდება…

დავით მჭედლიძე (მედია.გე): _ როგორც რიგითი მოქალაქე და როგორც ჟურნალისტი, სერიოზულ საფრთხეს ვხედავ. ერთ მშვენიერ დღეს, ვიღაცას შეუძლება მოუნდეს და რომელიღაც პარტიასთან კავშირში დამადანაშაულოს. ეს ლახავს ჩემი გამოხატვის თავისუფლებას და საერთოდ, ჩემს ადამიანურ უფლებას, რომ ვინმეს მიმართ მქონდეს რაიმე პირადი დამოკიდებულება. როცა დაჭირდებათ და როგორც დაჭირდებათ, ისე მიუდგებიან ამ კანონს. მე მინდა ზუსტად ვიცოდე და არა ბუნდოვნად, რისი უფლება მაქვს!

საბა წიწიკაშვილი (შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი): _ მედია ბიზნესი გულისხმობს გარკვეული პოლიტიკური რეკლამების დაკვეთას და ეს ახალი ამბავი არავისთვისაა. ამ კანონის აბსოლუტურად გაურკვეველი ნორმების მიხედვით კი კონტროლის პალატამ, ერთ მშვენიერ დღეს სრულიად უმიზეზოდ, თავისი შეხედულებით, შესაძლოა მედიის ფინანსების შემოწმება დაიწყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას მუდმივად შეეძლება ჩვენი კონტროლი, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისთვის.

მე რეგიონის წარმომადგენელი ვარ და გეტყვით, რომ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული ამ კანონის შესახებ. ნაკლებად იცნობენ ამ ნორმებს პოლიტიკური პარტიის რეგიონული ორგანიზაციებიც. გორში იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრმა დაზარალებულ ოჯახს შიფერი მიუტანა დახმარების მიზნით, რის გამოც ის დააკავეს. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ ამ დაზარალებულ ოჯახს თვითონ მიუტანა ძველი შიფერი. მართალია, ამჯერად ეს ადამიანი გათავისუფლებულია, მაგრამ პირველი შემთხვევა ამ კანონის ნორმების მიხედვით, სწორედ გორში დაფიქსირდა.

ასე რომ, საფრთხე რეალურია და არა მხოლოდ ჩვენ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობაც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ია მამალაძე, (“გურია ნიუსი”, საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი, კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენელი): _ პირველ რიგში, ყველას უღრმეს მადლობას ვუხდი ამგვარი ერთსულოვნებისთვის; განსაკუთრებით, მედიაორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, რომლებიც უყოყმანოდ, ურთიერთნდობით გამოეხმაურნენ ინიციატივას ამ კამპანიის წამოწყების შესახებ; ღირსებაშერჩენილი მედია, ეჭვი არ მეპარება, ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი და მოქალაქეთა უფლებების დასაცავად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საზოგადოებამდე ზუსტად მივიტანოთ მოძრაობის მთავარი მესიჯი _ ეს შენ გეხება! თავის მხრივ, კი საზოგადოებამ გააცნობიეროს, რამდენად დიდია საფრთხე, ტოტალური შიშის ბორკილები აიხსნას და შესაბამისი პროტესტიც გამოხატოს იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც, ხელისუფლების ნებით და კეთილდღეობის შენარჩუნების სურვილით, დაუნდობლად თელავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს და ქვეყანას დიქტატურის უფსკრულისკენ მიაქანებს.

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12 თებერვალი, 2026

"მავნებლის გამო გურია პარალიზებულია"

"განათლების სისტემას გაყალბების ინსტრუმენტად ამზადებენ"

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტს იძიებს

22:41; 12.02.2026
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

21:57; 12.02.2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12.02.2026
საზოგადოება

ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე

20:21; 12.02.2026
საზოგადოება

ილიაუნთან აქცია მიმდინარეობს

19:57; 12.02.2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12.02.2026
სამართალი

უკანონოდ გასაღებული იარაღით ჩადენილი მკვლელობა – ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

19:03; 12.02.2026
საზოგადოება

სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული

18:55; 12.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

18:13; 12.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:40; 12.02.2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12.02.2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12.02.2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო