დიდი ბრიტანეთის დედოფალი – ელიზაბეთ მეორე
კაპიტალი: 60 მილიარდი გირვანქა სტერლინგი.
ბრიტანელი მონარქის პირადი კაპიტალის დადგენისას დათვალეს ბუკინგემის სასახლის, კენსინგტონის სასახლის, სენ-ჯეიმსისა და ჰოლირუდის სასახლეების, უინძორის ციხესიმაგრისა და სხვა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, მათ შორის, სამეფო ოჯახის საკუთრებაში არსებული ხელოვნების ნიმუშების კოლექციების ფასი და სხვა.
საუდის არაბეთის მეფე – აბდალა იბნ აბდელ აზიზ ალ საუდი
კაპიტალი: 63,2 მილიარდი დოლარი.
საუდის არაბეთის მეფის შემოსავლის ძირითადი წყარო ნავთობია, რომელსაც ქვეყნისთვის ერთ დღე-ღამეში 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოაქვს. გარდა ამისა, მეფე ფლობს მსოფლიოში უძვირეს საჯინიბოს, სადაც საუკეთესო ცხენები ჰყავდა თავმოყრილი. მეფის საკუთრებაშია, ასევე, არაერთი ცნობილი მარკის რარიტეტული ავტომობილებისგან შემდგარი ფარეხი.
აბუ-დაბის ემირი, შეიხი – ხალიფა იბნ ზაიდ ალ-ნაჰიანი
კაპიტალი: 47,4 მილიარდი დოლარი.
აბუ-დაბის შეიხი და გაერთიანებული არაბული საემიროების მოქმედი პრეზიდენტი ემირი ჰალიფას კაპიტალს, ასევე ნავთობი განაპირობებს. გარდა ამისა, ემირი წარმატებით ახორციელებს ინვესტიციებს მსოფლიო ეკონომიკაში.
ბრუნეის სულთანი – ჰასანალ ბოლკიაჰი
კაპიტალი: 37,9 მილიარდი დოლარი.
ბრუნეის სულთნის ქონებას წარმოადგენს 6 000-მდე სხვადასხვა მარკის ძვირად ღირებული ავტომობილები და ისტანა ნურულ იმანის სასახლე, რომელიც 200 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და შეიცავს 1 788 აპარტამენტსა და 257 სააბაზანო ოთახს. ნავთობი, ასევე, სულთნის შემოსავლის დამატებითი წყაროა
ქუვეითის ემირი საბაჰ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰი
14,2 მილიარდი დოლარი.
ქუვეითელი მონარქის შემოსავლის ძირითადი წყარო გაყიდული ნავთობია, საიდანაც იგი ყოველწლიურად, სტიპენდიასავით იღებს 188 მილიონ დოლარს. ემირი, ასევე, დაინტერესებულია ინვესტიციებით და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესპროექტების განხორციელებით არის დაკავებული.