საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ უკრაინელმა სუპერვარსკვლავმა ანდრეი შევჩენკომ პოლიტიკაში სცადა ბედი, თუმცა წარუმატებლად.
უკრაინული მასმედიის მტკიცებით, ყოფილმა ფეხბურთელმა ამჯერად ძალების მოსინჯვა გოლფში გადაწყვიტა.
უნდა ითქვას, რომ ეს საქმე მას არცთუ ცუდად გამოსდის. ანდრეიმ ინგლისის "ქუინვუდ გოლფ კლუბის" ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.
აღნიშნული გოლფის კლუბი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია ნისლიან ალბიონზე და მისი წევრი სულ 300-მდე გოლფის მოყვარულია.
გოლფის თამაშით შევჩენკო ჯერ კიდევ აქტიური სპორტული კარიერის პერიოდში დაინტერესდა და ამჟამად დღეში 3-4 საათს უთმობს სპორტის ამ სახეობას.