საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის უფროსი დავით ცინარიძე და მისი მოადგილე გიორგი ჭანტურია თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცინარიძემ და ჭანტურიამ თანამდებობები უკვე დატოვეს, თუმცა ჭანტურია ამას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ჯერ ის თანამდებობაზე რჩება.
შსს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება.