https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაკანონებული იძულება _ რა ცვლილებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი კანონში

14:08; 25.08.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში კერძო საკუთრება  ინსტიტუციურად დაცული არ არის, რაც არასამთავრობო სექტორის შეფასებით, სერიოზული პრობლემაა.

კერძო საკუთრების უკანონო ექსპროპრიაციას, მოსახლეობის უკმაყოფილებას კომპენსაციის ოდენობით, 2004-12 წლებში მასობრივი ხასიათი ჰქონდა, თუმცა, დღესაც გვხვდება პრეცენდენტები  (მაგალითად, ჩქაროსნული მაგისტრალის სუფსისა და შემოვლითი გზის არგვეთის მონაკვეთები).

გონიოს, წყნეთის, ანაკლიის, მესტიის, ბახმაროს, სხვა ტურისტულ და ინდუსტრიულ ზონებში, არასამთავრო ორგანიზაციების შეფასებით, მესაკუთრეების უფლებები მასობრივად დაირღვა, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ხარვეზიანი კანონმდებლობით ხსნიან.

მსოფლიოში კი, ქონების იძულებით, მასობრივად და უკანონოდ ჩამორთმევის პრეცედენტები  მხოლოდ არადემოკრატიულ, დიქტატორული მმართველობის ქვეყნებში არსებობს. მაღალი ხარისხის დემოკრატიის  ქვეყნებში სახელმწიფო მესაკუთრეს ქონებაში საბაზრო ფასს სთავაზობს, ხოლო თუ ეს უკანასკნელი მაინც უარზეა, როგორც წესი, პროექტში ცვლილებები შედის.

ქართული კანონმდებლობა და კონკრეტულად "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ" კანონი, მესაკუთრეზე ორიენტირებული არაა, რის გამოც, არასამთავრობო სექტორი მასში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და თავიანთი რეკომენდაციების შეთავაზებას იუსტიციის სამინისტროსთვის უახლოეს მომავალში აპირებს.

კერძოდ, რა ხარვეზებია კანონში და რას სთავაზობს არასამთავრობო სექტორი იუსტიციის სამინისტროს პრობლემის მოსაგვარებლად, ამ საკითხებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" პროექტის მენეჯერს, გია გვილავას ვესაუბრეთ.

_ კანონის უმთავრეს ხარვეზად რა მიგაჩნიათ?

_ უმთავრესი საკითხია კომპენსაციის გამოთვლა, რომ კანონში დაკონკრეტდეს თუ რა პროცედურით უნდა მიეცეს მესაკუთრეს ანაზღაურება. ამასთანავე, კანონის ძირითადი ხარვეზი ქონების შეფასებაშიც არის. როგორ უნდა შეფასდეს ქონება, ეს არსად წერია.

_ თუ გაქვთ სხვა ქვეყნების გამოცდილება შესწავლილი და რომელი ქვეყნის გამოცდილებით შეიძლება იხელმძღვანელოს საქართველომ?

_ ჩვენ შევისწავლეთ გერმანიის გამოცდილება, იქაური მაგალითები; საინტერესო შემთხვევებია, როდესაც მხოლოდ მესაკუთრის უფლებების დაცვა კი არ ხდებოდა, არამედ, იმ კომპანიის ან ფიზიკური პირის, რომელიც კონკრეტული მიწის ნაკვეთით სარგებლობს და იჯარით აქვს აღებული.

საქართველოში გვქონდა შემთხვევები, შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელებისას, როდესაც მიწის ნაკვეთი გაცემული იყო დიდხნიანი იჯარით და ამ მეიჯარეს ჰქონდა პატარა აგურის ქარხანა გაკეთებული. იყო ასევე აუზიც, სადაც თევზის მეურნეობა იყო გაშენებული. ექსპროპრიაციის გახორციელების შემდეგ კი, ამ მეიჯარეს კომპენსაცია არ მიუღია. მას გადაადგილება მოუხდა, რაც ძალიან დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული _ ქარხანა გადაიტანა და აუზიც დააშრეს. ეს არის ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში აბსოლუტურად იგნორირებულია.

ჩვენი რეკომენდაციაა, კანონი არა მხოლოდ მესაკუთრეზე, არამედ მოსარგებლეზეც  იყოს ორიენტირებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია _მესაკუთრის გარდა, კომპენსაცია ამ პირმაც უნდა მიიღოს.

რაც შეეხება ქონების შეფასებას, პროცესი გაურკვეველი და ბუნდოვანია: ზუსტად არ ვიცით, რა სტანდარტით ფასდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთები, რადგან ხშირად შევხვედრივართ შემთხვევებს, როდესაც გვერდიგვერდ განთავსებული ნაკვეთები სხვადასხვანაირადაა შეფასებული. რატომ? _ამას ვერავინ ამბობს.

აქედან გამომდინარე, მეთოდოლოგია საერთაშორისო სტანდარტებს და დასავლური, ევროპული  ნებისმიერი სახელმწიფოს მაგალითებს უნდა ეყრდნობოდეს. გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია გაითვალისწინოს მსოფლიო ბანკის და EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების სახელმძღვანელო პრინციპები, რადგან მათაც მრავლად აქვთ ეს პროცედურები გაწერილი. შესაბამისად, შეგვიძლია ამ პროცედურების გადმოღება და ახლის შემუშავება არ გახდება საჭირო.

_ გარდა ამ ხარვეზებისა, კიდევ რა არის კანონში შესაცვლელი?

_ თვითონ ექსპროპრიაციის დაწყების პროცესიც საკმაოდ ბუნდოვანია. პირველ ეტაპზე, სასამართლოც არის ჩართული პროცესში, რაც არ მიგვაჩნია აუცილებლობად _ სასამართლო აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დავა და  მოსახლეობა არ ეთანხმება იმას, რომ კონკრეტული პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებაა. ამ შემთხვევაში, დავა სასამართლოში უნდა წარიმართოს.

რაც შეეხება ექსპროპრიაციის დაწყებას, ეს უფლება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გასცეს. მაგალითად, გერმანიაში, ლანდების (მხარეების) მიხედვით, ერთ ორგანოს აქვს ექსკლუზიური უფლება გასცეს ექსპროპრიაციის ნებართვა. ამ პროცესს თავად ეს ორგანო უწევს ზედამხედველობას, თუ რამდენად შეასრულებს სხვადასხვა ორგანო, ან თუნდაც სახელმწიფო იმ მოთხოვნებს, რაც მათ დაუდგინეს. ეს ბევრად უფრო მოქნილი და ეფექტური მექანიზმი შეიძლება იყოს; მით უმეტეს, რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არავის უქრება და ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია ადამიანს, სასამართლოს მიმართოს.

_საკმარისია პროცესში მხოლოდ ეკონომიკის სამინისტრო იყოს ჩართული?

_  ჩვენი აზრით, კარგი იქნება თუ სპეციალური უწყება ჩამოყალიბდება. ეს, შესაძლოა იყოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული უწყება, რომელიც ამ პროცესს წარმართავს და მეთვალყურეობასაც გაუწევს. ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას პრობლემები ექმნება ეკონომიკის სამინისტროსთან დაკავშირების დროს, ისინი უწყებას ვერ უკავშირდებიან, მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის შემდეგ კი, აღმოჩნდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არ არის საქმის კურსში. მაგალითად, იგივე პრობლემა იყო აჭარის მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ჰესების მშენებლობას იწყებდნენ. მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა. იგივე პრობლემა იყო დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, როდესაც მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, ასევე, მესტიაში, გრიგოლეთში და ანაკლიაშიც.  ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, უნდა იყოს სპეციალური უწყება ან დეპარტამენტი.

ამასთანავე, სავალდებულოდ ინფორმირების წესი უნდა დამკვიდრდეს, რადგან მოსახლეობამ წინასწარ იცოდეს რასთან აქვს საქმე და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კონკრეტულ აქტივობას. უმნიშვნელოვანესია, სავალდებულო წესით მოხდეს  მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება. ეს წესი კანონში ახლა არ არის გაწერილი.

ექსპროპრიაცია იძულებაა, რაც საკუთრების უფლებას იძულებით ზღუდავს, მაგრამ რეალურად თუ მოლაპარაკების შესაძლებლობა არსებობს, ამ შემთხვევაში ექსპროპრიაციის აუცილებლობა საერთოდ არ დადგება. ამიტომ, ჩვენ მივიჩნევთ, რომ კანონი უნდა ავალებდეს კერძო პირს, ან სახელმწიფოს, რომ მოლაპარაკება აწარმოოს მესაკუთრესთან. ანუ მოლაპარაკება სავალდებულო უნდა იყოს. თუ შეთანხმება ვერ შედგება, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა იწყებოდეს ექსპროპრიაციის პროცესი.

_ ყველა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში დაირღვა მესაკუთრის უფლებები?

_ ვერ ვიტყვით, რომ ყველა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში კომპენსაციის გაცემისას მესაკუთრის უფლებები დარღვეული იყო, მაგრამ ძალიან ბევრ შემთხვევაში დაირღვა. უმეტესწილად, ქონების შეფასების და კომპენსაციის გაცემამ გამოიწვია უკმაყოფილება. ეს ის საკითხია, როდესაც მესაკუთრეს აქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა, ეს არის კანონის უკიდურესი გამონაკლისი და კანონი მაქსიმალურად ლოიალური და გამჭვირვალე უნდა იყოს. ლოიალური იმ კუთხით, რომ სხვადასხვა შესაძლებლობა მაქსიმალურად ბოლომდე უნდა ამოიწუროს. სამწუხაროდ, არ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები იმისა, რამდენ მესაკუთრეს დაათმობინეს ექსპროპრიაციის კანონის საფუძველზე საკუთრება. ჩვენ მხოლოდ გახმაურებულ საქმეებზე ვიცით რა მდგომარეობა იყო. ეს, ძირითადად, არის 2008-2011 წლების  _ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების პერიოდი. მაშინ, ხარვეზიანი კანონის გამო, მესაკუთრეების უფლებების დარღვევების ფაქტები ხშირად გვხვდებოდა.

_რაც შეეხება კანონში სახელმწიფო გადაუდებელ საჭიროებად ქონების გამოცხადების პროცედურებს, არის თუ არა ამის კიდევ უფრო დაზუსტების აუცილებლობა?

_ მასში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, როდის შეიძლება ქონება ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად და ეს არ არის  ყველაზე დიდი პრობლემა. ამას აგვარებს კანონმდებლობა, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს აწესებს. მეორე მხრივ კი, სასამართლოში იხვეწება ეს პრაქტიკა. აქ რაიმე განსაკუთრებული  და სასწრაფო ცვლილების გახორციელების აუცილებლობას ვერ ვხედავთ.

_იცის თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ამ რეკომენდაციების შესახებ, ან თუ მუშაობს უწყება კანონში ცვლილების შესატანად?

_ ჯერჯერობით რაიმე შეხვედრა იუსტიციის სამინისტროსთან ან რაიმე სახის ცვლილებებზე საუბარი თავად სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა.

_ როდის მიმართავთ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციებით?

_ რეკომენდაციების დიდი ნაწილი დამუშავებული და შეჯერებულია ჩვენს ორგანიზაციაში, თუმცა რჩება რამდენიმე საკითხი, რომლებზეც ჯერ კიდევ არის აზრთა სხვადასხვაობა. ვფიქრობთ, ამ პროცედურებს მალე დავამთავრებთ და ჩვენს მოსაზრებებს კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს, სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის გადავუგზავნით.

მასალა მომზადებულია პროექტის _ "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში" _ ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველო".

პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27 დეკემბერი, 2025

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ შეთანხმებას მიაღწიეს

რუსეთში უცხოეთიდან იმპორტირებული სარეცხი საშუალებები აკრძალეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27.12.2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27.12.2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27.12.2025
სამართალი

სუს-ი: კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

15:55; 27.12.2025
სამართალი

იტალიაში კოსმეტიკის მოპარვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

15:51; 27.12.2025
საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27.12.2025
პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურორს: ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ

14:24; 27.12.2025
მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო