31 აგვისტოს გამართული საკრებულოს სხდომის დასასრულს ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ განცხადება გააკეთა. განცხადება საკრებულოს წევრის, თამარ ნადირიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა, რომლის თანახმადაც თითქოსდა ქალაქის მერი ოზურგეთში ძველი პოლიციის შენობის წინ მდებარე პარკის გასხვისებას გეგმავს.
ბეგლარ სიორიძის თხოვნის მიუხედავად თამარ ნადირიძემ მის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მოსმენა არ მოისურვა და დარბაზი დატოვა. ნადირიძის მსგავსად დარბაზი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ნათია შარაშანიძემ და ლევან მგელაძემაც დატოვეს.
როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, ინფორმაცია, რომელიც თამარ ნადირიძემ გაავრცელა, არასწორია და პარკის გასხვისებას ქალაქის მერია არც ახლა და არც სამომავლოდ არ გეგმავს.
R