საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დაავალა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.
ღარიბაშვილმა ბერუჩაშვილს დღეს გამართულ ბრიფინგზე გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი იყო.
"მადლობა მინდა გადავუხადო თამარ ბერუჩაშვილს, რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მან გასწია სამუშაოები, რომლისთვისაც მე, როგორც მთავრობის მეთაური, მადლობას ვუხდი. ეს იყო წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი. მე მინდა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა, ახალმა მინისტრმა გადაწყვიტოს თუ სად გააგრძელებს მუშაობას ქალბატონი თამარი", _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ბერუჩაშვილი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.


































































