შსს-ს ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, იმის შესახებ, რომ ახმეტის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 4 ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა გადაუდებელ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფი ექიმის თანხლებით.
ოპერატიულად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ოთხივე დაშავებულები ხევიდან ამოიყვანეს და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ქ.თბილისში, ო.ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადმოიყვანეს.