ოლიმპიური დროშა პიერ დე კუბერტენმა 1914 წელს შექმნა. დროშაზე გამოსახული წრეები კონტინენტებს გამოსახავენ, ხოლო მათი შეერთება კონტინენტებს შორის მეგობრობაზე მიუთითებს. პირველად ოლიმპიური დროშა 1920 წლის ოლიმპიადაზე გამოიყენეს.
1936 წლის ოლიმპიური თამაშები ბერლინში გახსნილად ადოლფ ჰიტლერმა გამოაცხადა.
1980 წლის 4 იანვარს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების შესახებ ამცნო მსოფლიოს. ამერიკელების პროტესტი ავღანეთში საბჭოთა კავშირის ჯარების შესვლამ გამოიწვია. ამ ფაქტის გამო, ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ენა ფრანგული გახდა, ხოლო ოლიმპიადაზე გაცილებით ნაკლები დელეგაცია ჩავიდა.
ამერიკელების ბოიკოტის გამო, საბჭოთა კავშირში სრულიად განადგურდა ამერიკის ოლიმპიური ნაკრებისადმი მიძღვნილი საბჭოური ჟურნალ "ამერიკის" მთელი ტირაჟი.
მთლიანად ოქროსგან ჩამოსხმული მედლები უკანასკნელად 1912 წლის ოლიმპიადაზე გადაეცათ გამარჯვებულებს.
ოლიმპიადის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 1908 წლის თამაშებზე, ლონდონში დაინერგა და ტრადიციის თანახმად, პირველი დროშით საბერძნეთის ნაკრები გამოდის სტადიონზე. დანარჩენი ნაკრებები კი, ანბანის მიხედვით გამოდიან. მასპინძელი გუნდი ბოლოა.
რომის იმპერატორმა თეოდოსე პირველმა, ჩვენი წელთაღრიცხვით 394 წელს აკრძალა ოლიმპიური თამაშების ჩატარება და ოლიმპიადის აღდგენას 1896 წლამდე 15 საუკუნე დაჭირდა.
პირველად ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულების წარდგენა და დაჯილდოება პოდიუმზე ლოს-ანჯელესის 1932 წლის ოლიმპიადაზე შედგა.
1896 წლის ათენის ოლიმპიადაზე, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენმა იასპარეზა – ბერძენმა დიმიტრიოს ლუნდრასმა. მხატვრულ ტანვარჯიშში მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იმ მომენტისთვის ბიჭი 10 წლის და 218 დღის იყო. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, ლუნდრასმა ადმირალის წოდება მიიღო და პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მონაწილეობდა.
1908 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების მსვლელობის დროს პენსილვანიის ეპისკოპოსმა, ეტელბერტ ტეილორმა წმინდა პავლეს ტაძარში წირვის დროს ცნობილი ფრაზა წარმოსთქვა: "მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება". შეცდომით, ამ ფრაზას პიერ დე კუბერტენს მიაწერენ.
1908 წლის ოლიმპიადაზე შვედმა მსროლელმა, ოსკარ სვენმა ოლიმპიური ოქროს მედალი 60 წლის ასაკში მოიგო.
1952 წლის ჰელსინკის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ზიგფრიდ ედსტრემს დაავიწყდა მეთხუთმეტე ოლიმპიური თამაშების ოფიციალური დახურვის გამოცხადება. ამიტომ, ის ოლიმპიური თამაშები ფორმალურად დღემდე არ დახურულა.
1972 წლის მიუნჰენის ოლიმპიადაზე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა. პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "შავი სექტემბერი" ოლიმპიურ სოფელში შეაღწია, ებრაელი სპორტსმენები ტყვედ აიყვანა და მათგან 11 დახოცა.
1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშები დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეთ მეორემ გახსნა. ამავე თამაშებზე დედოფლის ქალიშვილი, პრინცესა ანა საცხენოსნო სახეობაში ასპარეზობდა.