ეგვიპტეში, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ნაცვლად, შეცდომით, 12 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTER ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 მექსიკელი და ეგვიპტელი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, ტურისტები ლიბიის საზღვართან ახლოს უდაბნოში შეზღუდულ ზონაში ავტომობილებით შევიდნენ, რის გამოც, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს.
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.





























































