
წელს ლანჩხუთის სკოლებში სწავლა 286 პირველკლასელმა დაიწყო, ხოლო ყველა სკოლაში განათლებას 3805 მოსწავლე მიიღებს.
ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა ნეთბუქები, ასევე ყველა მოსწავლეს გადაეცა სახელმძღვანელოები.
წელს 11 წარმატებული მეათეკლასელი პერსონალური კომპიუტერით დასაჩუქრდება.
ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჩიტაძის ინფორმაციით, ნოუთბუქები გადაეცემათ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს: მარიამ მარშანიშვილს, ნატა ხოფერიას, ნინო ტუღუშს, მანანა ებრალიძეს; აცანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს: სალომე დუმბაძეს, ლუკა ნიკოლაიშვილს, ბექა და თამარ ჩხაიძეებს; ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლე თენგიზ პატარაიას; მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე თეა ლომაძეს; სუფსის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ყაჭეიშვილს.
მედლის კანდიდატები არიან: ანა ბენდელიანი (ოქრო), ია ჯინჭარაძე (ვერცხლი), ხატია იმნაიშვილი (ვერცხლი) – პირველი საჯარო სკოლა;
ანა ვაჩეიშვილი, მარიამ ვაჩეიშვილი (ორივე ვერცხლი), ანა ფირცხალაიშვილი, თამარ ფირცხალაიშვილი, თამარ ხოფერია (სამივე ოქრო) – სასულიერო გიმნაზია;
რეზო ჩხაიძე (ვერცხლი) – აცანის საჯარო სკოლა;
მარიამ ურუშაძე (ოქრო) – წყალწმინდის საჯარო სკოლა.


































































