სამხრეთ სუდანში ტანკერის აფეთქების შედეგად 182 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების დროს, ათობით ადამიანი ტანკერიდან ნავთობის მოპოვებას ცდილობდა.
ქალაქ მარიდის ინსპექტორის თქმით, მოსალოდნელია მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საავადმყოფოებში საკმარისი აღჭურვილობა არ არის ყველა დაზარალებულის სამკურნალოდ.
მთავრობის თქმით, ტანკერის აფეთქება კონფლიქტთან არ არის დაკავშირებული და მომხდარი უბედური შემთხვევა იყო.
როგორც ცნობილია, 2013 წლის ივნისში ტანკერის აფეთქების შედეგად უგანდაში 30 ადამიანი დაიღუპა.