გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე განაჩენი დღეს, 22:00 საათზე გამოცხადდება.
ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა აცნობა. საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ამ წუთებამდე რჩებიან გიგი უგულავს მხარდამჭერები.
რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სათათბიროდ არის გასული. თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ არ გამოიყენა საბოლოო სიტყვის უფლება . უგულავას თქმით, არ აპირებს ფორმალობაში მონაწილეობის მიღებას, რადგან მას საბოლოო სიტყვისთვის მომზადების საშუალება არ მიეცა.