21 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 30 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი მონაცემებით, უკვე გადამუშავებულია 11,2 ათას ტონამდე რქაწითელი, 12,4 ათას ტონამდე საფერავი, 1,3 ათას ტონამდე კახური მწვანე და4,5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.
კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 17 მლნ ლარს მიაღწია.
"კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული – განვლილი 24 საათის განმავლობაში 5 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენია გადამუშავებულია შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გურჯაანი – 8,7 ათას ტონამდე,ყვარლის – 6,6 ათას ტონამდე და თელავის – 4,4 ათას ტონამდე.
კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 60 კომპანია, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 14 ღვინის საწარმო.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge", _ აღნიშნავენ სააგენტოში