ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.
"შევიტყვე, რომ საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ასევე მათ ოჯახის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება. განსაკუთრებით, კი ეს გამოიხატება მათ კერძო სახლებთან გამოსვლებითა და პიკეტებით," _ ამბობს ჯანი ბუკიკიო.
მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ, თუმცა, საკუთარ აზრს ასევე პატივისცემით აფიქსირებენ.
"დემოკრატიულ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანაა ქვეყანაში კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფა. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოოა და სახელმწიფო ასრულებს მას. ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობას პატივსსცემენ. ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ შეუძლია გამოხატოს კრიტიკული შეხედულება ამ გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა, ეს კრიტიკა პატივისცემით და სამართლებრივი წესით უნდა იყოს გაჟღერებული. მოსამართლეებს და მათ ოჯახის წევრებს პატივს უნდა სცემდნენ," _ აცხადებს ბუკიკიო.
ის ასევე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსამართლეებს და მათ ოჯახის წევრებს ზეწოლისგან და შევიწროებისგან დაიცავს.
"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მოსამართლეებს და მათ ოჯახის წევრებს შევიწროებისგან," _ ნათქვამია ბუკიკიოს განცხადებაში.