სარაგბო სამყაროს ერთერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საიტმა "planetrugby.com" – მა ინგლისში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ერთბაშად სამი ქართველი მორაგბე მოხვდა.
საინტერესოა, რომ რჩეულთა შორის მოხვდა ჩვენი ნაკრების მგეზავი ვასილ ლობჟანიძე, რომელიც ჯერ კიდევ 18 წლისაა და მსოფლიოს წამყვან 9 ნომერთა შორის უკვე დაიმკვიდრა ადგილი. ამ ბიჭმა მართლაც შთამბეჭდავად ითამაშა ტონგელთა წინააღმდეგ და ასაკის გამო ზედმეტი სიჩქარე რომ არა, მართლაც პირველი ტურის გმირი იქნებოდა.
რაც შეეხება დანარჩენ რჩეულ ქართველებს, არც მამუკა გორგოძის გამორჩევა გაკვირვებია ვინმეს და არც მიხეილ ნარიაშვილის. ორივემ საოცრად ნაყოფიერად ითამაშა და როგორც გორგოძის შებოჭვებმა, ასევე ნარიაშვილის შერკინებაში ჩაქცევებმა, ლომის წილი ითამაშა ტონგელთა იერიშების შეჩერებაში.
საიტის რჩეული თხუთმეტეული კი ასე გამოიყურება:
-
მიხეილ ნარიაშვილი;
-
გუილჰემ გუირადო (საფრანგეთი);
-
რაბაჰ სლიმანი (საფრანგეთი);
-
ლაიან ჰენდერსონი (ირლანდია);
-
სემ უაითლოკი (ახალი ზელანდია);
-
მაიკლ ლეითჩი (იაპონია);
-
შონ ობრაიანი (ირლანდია);
-
მამუკა გორგოძე;
-
ვასილ ლობჟანიძე;
-
ჯონათან სექსტონი (ირლანდია);
-
ნემანი ნადოლო (ფიჯი);
-
შონ ბილი უილიამსი (ახალი ზელანდია);
-
ქორი ალენი (უელსი);
-
ვან დერ მერუე (კანადა);
-
აიუმუ გორომარუ (იაპონია)