გარდა იმისა, რომ არგენტინის ეროვნული გუნდისა და კატალონიური "ბარსელონას" მოთამაშე ლეო მესის მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ოთხჯერ გახდა, მისით ცნობილი ლამაზმანებიც არიან აღფრთოვანებულები.
მაგალითად ცნობილი ებრაელი მოდელი ბარ რაფაელი, რომელსაც წარსულში რომანი ჰქონდა ლეონარდო დიკაპრიოსთან, მიიჩნევს, რომ მესიზე უკეთესი ფეხბურთელი დღეს არ არსებობს.
ჟურნალ "GQ"-სთან მიცემულ ინტერვიუში რაფაელიმ დაუფარავად განაცხადა: "ბარსელონას" ფეხბურთელები საუკეთესოები არიან, ლიონელ მესი კი პირადად ჩემი "ჩემპიონია".