ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის სურათების გალერეაში, მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედების ამსახველი ფოტორეპროდუქციების გამოფენა მიმდინარეობს.
გამოფენას მისი მეგობრები, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
მერაბ ბერძენიშვილი მრავალი წლის განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, დღეს საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარეა.
მერაბ ბერძენიშვილი დაჯილდოვებულია მრავალი მედლით და სიგელით: ფრიტიოფ ნანსენსის სახელობის საერთაშორისო მედლით, რუსეთის სამხატვრო აკადემიის მედალით: "ღირსეულს", ღირსების დიპლომი და ვერცხლის მედალი – "XX საუკუნის ჯილდო მიღწევებისთვის ქანდაკების სფეროში", საქართველოს მხატვართა კავშირის პრიზი – "ოქროს ლომი", საქართველოს მართლმადედებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი.
მერაბ ბერძენიშვილი ოზურგეთის საპატიო მოქალაქეა. ღონისძიების დასასრულს სახელობითი აბრის საზეიმო გახსნა იგეგმება. ოზურგეთში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი იქნება.