საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ მისთვის რეგიონების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. "გურია ნიუსთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გურია და ზოგადად რეგიონები მისთვის პრიორიტეტულია.
ჩვენთან ინტერვიუში კობიაშვილმა გურიის ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებზე, კახი კალაძესთან ურთიერთობაზე, სახელისუფლებო რესურსების გამოყენებაზე, სამომავლო გეგმებზე და ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე ვრცლად ისაუბრა.
_ პარლამენტი წევრები ღიად გამოდიან და ამბობენ, რომ რევაზ არველაძეს უჭერენ მხარს. ეს არ არის ჩარევა? _ აღნიშნა კობიაშვილმა.