ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახმედრო სამსახურის ცნობით, დაღუპულთაგან ექვსი სამხედრო მოსამსახურე, ხუთი კი სამოქალაქო პირია.
როგორც ტერორისტული დაჯგუფება "თალიბანი" აცხადებს, თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს,თუმცა ამერიკული მხრის ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის არეში მტრის საომარი მოქმედებები არ შეინიშნებოდა და მომხდარი უბედური შემთხვევაა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.