"გურია ნიუსის" ინფორმაციით, დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, დღეს ნასაკირალის საჯარო სკოლაში 300-მდე ბავშვი მივიდა.
"ჩვეულებრივ რეჯიმში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი." _ გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ დაბა ნასაკირალში სასწავლო პროცესი გასული კვირის ხუთშაბათს შეჩერდა. როდესაც განათლების და მეცნიერების სამინისტროდან სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის განთავისუფლების წერილი მივიდა.
ამის შემდეგ კი სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლემა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი დირექტორის განთავისუფლებას ნასაკირალში მცხოვრებ ძმებ შავაძეებს აბრალებდნენ. ძმები შავაძეები კი სკოლის დირექტორს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებდნენ. შავაძეებს და მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საქმეში ოზურგეთელი სამართალდამცავები ჩაერთნენ.
ამ დროისთვის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ცეცხლაძეა.