https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ოცნების ქალაქის” აუხდენელი ოცნებები

13:10; 7.10.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"არაფრის თქმა არ არის საჭირო, თქვენც კარგად ხედავთ, რა პრობლემებია "ოცნების ქალაქში"… აქ უკვე იშვიათად ოცნებობენ  პრობლემების მოგვარებაზე, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გადაიტანონ ყოველი ახალი დღე. ყველას მივმართავთ კიდევ ერთხელ, ნუ დაივიწყებს ხელისუფლება თავის ამომრჩეველს და  ხალხს. გამოვიდნენ კაბინეტებიდან და მოაგვარონ ჩვენი პრობლემები, "– ამბობენ ხელვაჩაურში მდებარე ე.წ. "ოცნების ქალაქში" მცხოვრებლები "გურია ნიუსთან."

"ოცნების ქალაქში" ახლა შემოდგომა-ზამთრისთვის  ემზადებიან. ვისაც საშუალება აქვს,  სამერქნე მასალის დამზადებას უკვე შეუდგა. იქ მისულებს, პატარა სახლების (მოსახლეობა ქოხებს ეძახის. ავტ) უმეტესობა  დაკეტილი დაგვხდა.

"ვისაც შეუძლია სამუშაოდ დადის, ზოგი თურქეთში, ზოგი ბათუმში და მძიმე სამუშაო დღის ბოლოს კი ბრუნდებიან ამ ქოხებში"– გვითხრეს "ოცნების ქალაქში".

­" ახალი მთავრობა რომ მოვიდა, კოალიციაზე მაქვს საუბარი,   გვპირდებოდა და გვქონდა იმედი, რომ  ჩვენი პრობლემები მოგვარდებოდა. მათ საპატივცემულოდ დავარქვით  დასახლებას "ოცნების ქალაქი". დარჩა მხოლოდ სახელი.  ხშირად მოდიან ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, გვპირდებიან, მაგრამ   არაფერი იცვლება."– ამბობს  დასახლებაში  მცხოვრები დავით ცეცხლაძე.

"500 ბავშვი ძალიან დიდი რესურსია ქვეყნისთვის"

ნარგიზ დიასამიძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ყველაზე მეტად "ოცნების ქალაქში" ბავშვთა უფლებები ირღვევა.

ე.წ. "ოცნების ქალაქში" სხვადასხვა  სოციალური პრობლემების მქონე ადამიანები ცხოვრობენ: მარჩენალ დაკარგულები, მარტოხელები, მრავალშვილიანები, მეწყრულ ზონიდან ჩამოსულები. მაღალმთიანი აჭარა თითქმის მთლიანად  მეწყრული ზონაა და უმეტესი აქ მცხოვრები  იქედან არის ჩამოსული. აქ ელემენტარული პირობებიც  არ არის ადამიანისთვის.   ნაგავსაყრელზე ვცხოვრობთ, მაგრამ რა ვქნათ, როდესაც სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს.  წყალი მოდის, მაგრამ გრაფიკით. აქ 500-სზე მეტი ბავშვია და ხომ შეიძლება რამე ინფექციური დაავადება გავრცელდეს. ბავშვები არაჯანსაღ პირობებში იზრდებიან.  500 ბავშვი ძალიან დიდი რესურსია ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე,  აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება მათ. ყველა ორგანიზაციას,   იქნება სამთავრობო თუ არასამთავრობო, გთხოვთ, იქნებ დაგვეხმაროთ, რომ მომავალი თაობა ასეთ პირობებში არ იზრდებოდეს."

მისივე თქმით, ლტოლვილებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს ჩვენს ქვეყანაში აქვს ლტოლვილის სტატუსი და მაგრამ რადგან  ქვეყანას არ ძალუძს დევნილების  დაფინანსება,  მათ უცხოური დონორი ორგანიზაციები   აფინანსებენ.

"ჩვენი მოთხოვნაა,  ეკომიგრანტის სტატუსი შეიქმნას აჭარაში და ის გაუთანაბრონ  ლტოლვილის სტატუსს. საკანონმდებლო ორგანომ  უნდა  იმუშაოს ამ საკითხზე. მძიმე მდგომარეობაში არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები."

როინ გუნდაძეს "ოცნების ქალაქში" ყველა იცნობს. მისი თქმით, აქ  ყველა პრობლემა მოსაგვარებელია.

"ძალიან მძიმე პირობებში გვიწევს  ცხოვრება.  ხომ შეიძლება უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ ჩვენს მიმართ და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები შეგვიქმნან. თქვენ   ალბათ ნახავდით,  ამხელა ტერიტორიაზე ერთი სანაგვე ურნაც არ არის.  ეს პრობლემა ხომ შეიძლება მოგვარდეს?! ამაზე ხომ არ არის მილიონობით ლარი დასახარჯი."

მურმან დიასამიძე, ქედიდან ჩამოვიდა და დასახლებაში  სამი წელია ცხოვრობს,

"ოთხი ვცხოვრობთ ერთ პატარა სახლში. ჩამოვედი იმის გამო, რომ ქედაში მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობდი და იქ აღარ შეიძლებოდა გაჩერება. ახლა კი ეზო-კარმიდამოს გარეშე ვართ. ძალიან მძიმე ყოფაში უწევს ჩემს ცოლს და შვილებს ცხოვრება." – თქვა მურმან დიასამიძემ.

რაზე ოცნებობენ   ბავშვები…

"ოცნების ქალაქში" ბავშვები უფრო ოცნებობენ… ფიქრობენ, რომ მათი ოცნებები  ახდება.  ლინდას უნდა, რომ მოცეკვავე გახდეს, მაგრამ ოჯახს იმის საშუალება არ აქვს ცეკვაზე  ატაროს. მის დას კი ბარბის სახლი უნდა. ლიზის და ლინდას მეგობარ ბიჭებს  დიდი ველოსიპედები უნდათ. კიდევ რაზე ოცნებობენ ბავშვები? საკუთარ სახლზე, ფერად ბუშტებზე, სახატავ რვეულებზე, ფანქრებზე, საბავშვო ატრაქციონებზე, სკვერზე, სათამაშოებზე…

"ეკომიგრანტის სამართლებრივი სტატუსი არ არსებობს"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის  რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, სპეციალურმა კომისიამ აღრიცხა ე.წ "ოცნების ქალაქის"  მოსახლეობა და დადგინდა, რომ ამ ტერიტორიაზე თვითნებურად შეჭრილია 1 063 ოჯახი.

მცხოვრებლების ერთი ნაწილი მოითხოვს ეკომიგრანტების სტატუსის მინიჭებას და როგორ აპირებს ადგილობრივი მთავრობა ამ საკითხის გადაჭრას, რამაზ ჯინჭარაძემ ასე გვიპასუხა:

"ეკომიგრანტის სამართლებრივი სტატუსი არ არსებობს, მით უფრო ოფიციალური ორგანო რომელიც იურიდიულად ანიჭებს აღნიშნულ სტატუსს. თუმცა არსებობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს N779 დადგენილება, რომელიც განმარტავს ეკომიგრანტის ცნებას.

ეკომიგრანტის ცნებაში განმარტებული კრიტერიუმების ოჯახზე გავრცელების მიზნით, შესაბამის უწყებებში წარდგენილი უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს/სპეციალისტების დასკვნა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მსჯელობა დახმარების გაწევის მიზანშეწონილობაზე. თუ მოქალაქე თვლის, რომ ის არის სტიქიის შედეგად დაზარალებული, უპირველესად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტს საცხოვრებელი სახლის ადგილმდებარეობის მიხედვით. თუკი შესაბამისი დასკვნით დადასტურებული იქნება, რომ სტიქიური საფრთხის გამო ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას აჭარის მთავრობაში შექმნილი უფლებამოსილი კომისიის რეკომენდაციით მთავრობის თავმჯდომარე ღებულობს გადაწყვეტილებას ეკომიგრანტი ოჯახების სოციალურ სახლებში საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის თაობაზე.  იმ შემთხვევაში თუ ოჯახს გააჩნია გეოლოგიურად მდგრადი ალტერნატიული ფართი, იგივე პროცედურების გავლით ოჯახს გაეწევა ფინანსური დახმარება სახლის გადატანა/მშენებლობისათვის."

მისივე თქმით, 2013 წლიდან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 1 101 ოჯახზე მატერიალური დახმარების სახით, რაც ასევე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებდა,  გამოიყო 2 132 934 ლარი.

"ე.წ "ოცნების ქალაქში" სამი ეკომიგრანტი ოჯახის ცხოვრება დადასტურდა. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო,  აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით ბინა ქ. ბათუმში,  თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში გადაეცა. მეორე ოჯახს, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო,  სახლი გურიაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ შეუძინა, ხოლო მესამემ,  რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, ქედის  პოლიკლინიკის რეაბილიტირებულ შენობაში ბინის მიღებაზე უარი განაცხადა და ცხოვრებას  ე.წ "ოცნების ქალაქში" აგრძელებს. ამჟამად მიმდინარეობს 5 ოჯახის გადამოწმების პროცესი.

2016 წლიდან აჭარის მთავრობა გეგმავს ეკომიგრანტთა უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით,  აამოქმედოს ახალი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ეკომიგრანტთა ფინანსურ მხარდაჭერას და უსაფრთხო გარემოში საცხოვრებელი სახლების შესყიდვას. მსგავს პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც, თუ ეს ოჯახები თვლიდნენ, რომ არიან სტიქიის შედეგად დაზარალებულები,  დახმარების მისაღებად შეეძლოთ მიემართათ ცენტრალური მთავრობისთვისაც." – განაცხადა  რამაზ ჯინჭარაძემ.

"გურია ნიუსი"  დაინტერესდა,  როდის მოუგვარდებათ  "ოცნების ქალაქის" მცხოვრებლებს საცხოვრებელი ფართის პრობლემა. რამაზ ჯინჭარაძის თქმით,  აჭარის მთავრობის მიერ 2015 წლისთვის ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაგეგმილია და მიმდინარეობს  72 ბინიანი 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში; 50 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში. 2015 წელს დაიწყება 58 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის  მშენებლობა ქ. ბათუმში, თამარის  დასახლებაში, რომელიც უნდა დასრულდეს 2016 წელს. თუმცა ჯერ არ არის გადაწყვეტილი,  ვის მიეცემა საცხოვრებელი ფართები მშენებარე კორპუსებში.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

კონტრაბანდა და მუქარა ყოფილ პოლიციელზე - რას პასუხობს გუბერნატორი და სუს-ი ბრალდებებს

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა "ონლაინ" რეჟიმში

ყველა სიახლე

21-ს ქვევით

კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

17:45; 7.03.2026
მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

17:33; 7.03.2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7.03.2026
სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7.03.2026
პოლიტიკა

თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სუს-ში დაიბარეს

16:16; 7.03.2026
პოლიტიკა

ჩვენი მშვიდობა ოჩო ფეხებზე დგას, რომელიც შეიძლება ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას…” – გიორგი ანთაძე

15:15; 7.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

15:08; 7.03.2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7.03.2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7.03.2026
მსოფლიო

მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

13:36; 7.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო