მეორე ტაიმის 50-ე წუთზე ბორჯღალოსნებმა ნამიბიის ნაკრებს პირველი ლელო დაუდეს.
ლელო მამუკა გორგოძემ დადო. მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის პირველ ტაიმში ნამიბიელები 6 ქულით გვისწრებდნენ. ახლა ანგარიში 6:7-ია, საქართველოს სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები დღეს მსოფლიო თასზე ნამიბიას წინააღმდეგ ბოლო, გადამწყვეტ მატჩს მართავენ. შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს.
გამარჯვების შემთხვევაში ქართველ მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდება.