ბორჯღალოსებმა ნამიბიის ნაკრები დაამარცხეს. ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ მინიმალური სხვაობით, 17:16 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტაიმში, თამაშის 50-ე წუთზე, მამუკა გორგოძემ ნამიბიელებს ლელო დაუდო. მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
5 წუთის შემდეგ კი, ლაშა მალაღურაძემ მეორე ლელო დაუდო, მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახვა შეასრულა.
ბორჯღალოსნები დღეს მსოფლიო თასზე ნამიბიას წინააღმდეგ ბოლო, გადამწყვეტ მატჩს მართავენ. გამარჯვების შემთხვევაში ქართველ მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდება.
ამავე თემაზე:
საქართველო-ნამიბიის რაგბის ნაკრებების თამაშისას შელაპარაკება მოხდა
ბორჯღალოსნებმა ნამიბიის ნაკრებს პირველი ლელო დაუდეს
ბორჯღალოსნების ორი ლელო და 8-ქულიანი უპირატესობა