ნამიბიისა და საქართველოს თამაშს THE GUARDIAN გამოეხმაურა.
_ მსოფლიო თასზე ორი სუპერმენი, ჟაკ ბარგერი და მამუკა გორგოძე, როგორც ნამიბიისა და საქართველოს ნაკრებები, მორიგ ტურნირზე საასპარეზოდ შეერკინენ.
თუმცა, ნამიბიას ნაკრების მსოფლიო თასისთვის ბრძოლა და საქართველოსთან გამარჯვება ილუზია იყო, _ წერს გამოცემა.
"წაგების შემდეგაც მე არ შემრცხვება, რომ ნამიბიელს დამიძახებენ, "_ კაპიტანმა ბარგერმა, საქართველოსთან თამაშის დაწყების წინ "ტვიტერში" დაპოსტა.
გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ახალ ზელანდიასთან 43-10 წააგო, მამუკა გორგოძე საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
THE GUARDIAN -ის ინფორმაციით, 31 წლის თავმდაბალმა ბიჭმა საქართველოს შემადგენლობაში ჯიუტად და სანაქებოდ ითამაშა.
მისივე ცნობით, ჰაიგმა მოუწოდა მოთამაშეებს მთელი გულით და გამბედაობით ეთამაშათ.
"ამ კვირის განმავლობაში, მე, ვთხოვდი ბიჭებს ეთამაშათ თავიანთი ქვეყნის საამაყოდ და მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ საქართველოში რაგბი ყველაფერია,"_ განაცხადა ჰაიგმა.
მისივე თქმით, ის ამაყობს თავისი გუნდით.
" ვამაყობ, რომ მწვრთნელი ვარ, როცა ვიცი, რომ ჩემს მოთამაშეებს შეუძლიათ გამხადონ მე კიდევ ერთხელ ამაყი,"_ განაცხადა ჰაიგმა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ: კვირიკაშვილი, მჭედლიძე, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, მალაღურაძე, ლობჟანიძე, ნარიაშვილი, ბრეგვაძე, ზირაქაშვილი, ნემსაძე, მიქაუტაძე, თხილაიშვილი, კოლელიშვილი და გორგოძე.
ხოლო სათადარიგო შემადგენლობაში იყვნენ: მამუკაშვილი, ასიეშვილი, ფეიქრიშვილი, დათუნაშვილი, ლომიძე, ბეგაძე, აფციაური, წიკლაური.