ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზ.მ.-ლი და ნ.მ. ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.
აღნიშნული ოჯახი სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება, ჰყავთ ერთი მცირეწლოვანი შვილი.
მათ პატარა საცხოვრებელ სახლს სახურავის პრობლემა აქვს და ყოველი გაწვიმების დროს ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მათ განცხადებით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა დახმარება არ ჩანს, ყოველდღიურობა კი გაუსაძლისია.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნ.მ.-ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურისთვის არც გასულ და არც მიმდინარე წელს არ მიუმართავს. პრესსამსახურის განცხადებით, მომართვის შემთხვევაში, აღნიშნული ოჯახი სოციალური სამსახურის პროგრამით დახმარებას მიიღებდა.
რაც შეეხება სახლის გადახურვას, პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქის მერიის 2015 წლის პრიორიტეტი მრავალბინიანი კორპუსების გადახურვა და რეაბალიტაციაა. აქედან გამომდინარე, ქალაქის მერიაში სიძველით დაზიანებული სახლების გადახურვის პროგრამა შემუშავების პროცესშია. პროგრამის დასრულების შემდეგ კი შესაძლებელი გახდება, მოქალაქეებს სახლის გადახურვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, გაეწიოთ დახმარება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved