ბრიტანელი მეცნიერები ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონე მკვეთრად მაღალია და ადამიანები ამის გამო თითქოსდა ბედნიერნიც უნდა იყვნენ, თვითმკვლელობების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე იქ, სადაც მოსახლეობა უფრო მეტ გაჭირვებას განიცდის.
ამ მოსაზრებას მკვლევრები იმით ასაბუთებენ, რომ ბედნიერება ფარდობითი ცნებაა. ადამიანებს ყოველთვის ახასიათებთ მიდრეკილება, საკუთარი თავი სხვებს შეადარონ. ისინი ღარიბისა და უბედურის გვერდით თავს თითქოს უკეთ გრძნობენ, იქიდან გამომდინარე, რომ თავიანთი მდგომარეობა ისეთი საგანგაშო აღარ ეჩვენებათ, როგორიც სინამდვილეში შეიძლება იყოს.
ამიტომაც, ბედნიერ ქვეყნებში, მაგალითად, კანადაში, ამერიკაში, შვეიცარიაში, სადაც, შესაბამისად, მრავალი მდიდარი და გალაღებული ადამიანი ცხოვრობს, მათ გვერდით ღარიბი უფრო მძაფრად განიცდის საკუთარ უიღბლობას და ხშირად თავის მოკვლას არჩევს.
ამიტომ მეცნიერები გვირჩევენ, თუ ცხოვრებით უკმაყოფილო ვართ, ბედნიერი ადამიანების გარემოცვაში ჩვენი ყოფნა ძალიან სახიფათოა.